მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება დღეიდან სავალდებულოა. ამ ეტაპზე სიახლე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ეხებათ - მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან კი ანალოგიური ვალდებულება ყველაზე გავრცელდება.
რეგულაციის თანახმად, ავტომობილის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა - დახურულ მოედანზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამოსაცდელ პირს ნორმატივის შესრულება საგანგებოდ შერჩეულ, რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებშიც მოუწევს.