თეგებით ძიება

"ამ კაცმა აქაურობა ვიღაც გადაბიზნესმენებული რუსი ბანდიტებისა და 90-იანი წლებში გამოჩეკილი განგსტერების სათარეშოდ აქცია" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია ოლიგარქზე, ბიძინა ივანიშვილზე წერს:

"რა შეურაცხმყოფელია !
ამხელა ისტორიისა და კულტურის ქვეყანა; ამდენ ომგამოვლილი და ბრძოლით დატანჯული ქვეყანა როგორღაც დღემდე მოვიდა; რა არ გავიარეთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით და ამ კაცმა აქაურობა ვიღაც გადაბიზნესმენებული რუსი ბანდიტებისა და 90-იანი წლებში გამოჩეკილი განგსტერების სათარეშოდ აქცია. ვინ ევტუშენკოვი ? ვინ უზდენოვი ? ვიღაც აფერისტებსა და თაღლითებს ორღობედ აქვთ ქცეული აქაურობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ყომარში მოიგო ეს ქვეყანა და ახლა რასაც უნდა, იმას უზამს. ეს თავისი ძველი ძმაკაცებიც ამ ადგილს უყურებენ, როგორც ორღობეს, ძმაკაცის ყანას.
დავწერე და მივხვდი, რომ ერთი პროცენტითაც ვერ გამოვხატე გულისრევის შეგრძნება", - წერს სანაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა