თეგებით ძიება

"დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა… ქრისტეს ეკლესიის გადასარჩენად, რომელსაც ქრისტიანობის სახელით ანტიქრისტე დაეპატრონა!.." - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსეთმა ქრისტიანობაც ტყვეობაში მოაქცია და ყველა არა, მაგრამ რაღაც ნაწილი დაარწმუნა იმაში, რომ მართლმადიდებლობის დამცველი სახელმწიფოა…
ბევრმა ეს აფსურდი ირწმუნა და ორი საუკუნე დაბეჯითებით იმეორებდა, რომ სხვა თუ არაფერი, რელიგიას მაინც შევინარჩუნებთო…
თუმცა ამ ანაქრონიზმს ყავლი გაუვიდა, თუ ბოლომდე არა, ნახევრად მაინც თაობები შეიცვალა და აშკარა გახდა, როგორი მართლმადიდებელიც აღმოჩნდა ,,ერთმორწმუნე ერი”…
მითები დაიმსხვა, რეალობა მთელი სისასტიკით გამოვლინდა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რუსეთი ოცდამეერთე საუკუნეში როგორ ბომბავს საბჭოური ტანკებით ეკლესია-მონასტრებს…
ვისაც სულ გვჯეროდა, სად რუსეთი და სად ქრისტიანობა, დღეს ფაქტის წინაშე დავდექით, მაგრამ ვინც თვალს მაინც იბრმავებს და დღემდე ისტერიკულად გაჰკივის ევროპა უფრო გარყვნილია, ეს ფაქტი გასაჩივრებასაც არ ექვემფებარება.
ალბათ, ამგვარი მიდგომა იმ ეგზარქოსის წყევლის შედეგია, ქართველი ერი ამბიონიდან რომ დაწყევლა…
დღეს, თუ ვინმე პორდაპირ თუ ირიბად ისევ რუსეთს ეპოტინება, საკუთარ თავს თავად გამოუტანს განაჩენს…
რუსული ნარატივის წყალობით, თანამდებობების, რეგალიების და ზიზილ-პიპილოების შენარჩუნებას, სიმართლისთვის თავდადება სჯობს…
ქრისტიანობა ხომ სიმართლის მსახურებაა, მაგრამ ამ ჭეშმარიტებას ,,რუსული სარწმუნოების” მიმდევრები სამწუხაროდ ვერასდროს ჩაწვდებიან და ვერც იმ სიგიჟეს გაუსწორებენ მზერას, ტირანი პუტინი აღდგომის ღამეს სანთლით ხელში მხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის რომ ლოცულობდა და ტაძრიდან გამოსული ბრძანებას გასცემდა, თუ როგორ დაებომბათ უკრაინული ქალაქები…
სიყალბე რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს, საბოლოოდ ნაწილებად იშლება და ნანგრევებში ისინი ყვებიან, ვისაც არასდროს სურდა საკუთარი შეუნიღბავი სახის დანახვა…
დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა…
არა ტერიტორიებისთვის, არა მიწებისთვის, არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქრისტეს ეკლესიის გადასარჩენად, რომელსაც ქრისტიანობის სახელით ანტიქრისტე დაეპატრონა!..", - წერს კოლხი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა