თეგებით ძიება

"რატომ არ აფეთქებს რუსული გაზის მილებს უკრაინა მის მიწაზე, ააფეთქოს, ააფეთქოს, ააფეთქოს..." - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რაც ომი დაიწყო, მას მერე გაბმით წერდა ზოგი – რატომ არ აფეთქებს რუსული გაზის მილებს უკრაინა მის მიწაზე, ააფეთქოს, ააფეთქოს, ააფეთქოს...
რატო რა, რუსულ მიწას არ უხდება ხანძარი? ცუდად იწვის ახლა რუსეთში რუსული ნავთობბაზა? (მეორე უკვე)
გიჟია, თავის მიწაზე ააფეთქოს?
კიდევ აფეთქება და ხანძარი უნდა უკრაინას?
ლაგდება ევროპა და მომავალი წლიდან ბევრი ქვეყანა ამბობს უარს რუსეთის ენერგიაზე და რაც მეტი ქვეყანა იტყვის უარს, მით მეტი ქვეყანა მიხვდება, რომ რუსეთის პარტნიორად მარტო დარჩენა არ ენდომება... და სანამ გადაეწყობა ევროპა ახალ მომწოდებელზე, რატომ აუფეთქოს მანამდე მილი?
თან რატომ უნდა ააფეთქო მდინარის შუა ნაწილი, როცა შეგიძლია მდინარის დასაწყისი ჩამოშალო?
მოკლედ, გაუგონია ვიღაცას ქართველების თხოვნა აფეთქებაზე, რა კარგი იდეაა, მაგრამ უკრაინის მიწაზე რატომ ავაფეთქოო, დაფიქრებულა და დაუწყია რუსეთის მიწაზევე რუსული ნავთობბაზების აფეთქება...
ხოდა, ის ხალხი, ვინც ორი თვეა ითხოვს, ააფეთქეთ, თუ მაგრები ხართ, ააფეთქეთ, თუ მართლა ებრძვით რუსეთს, ააფეთქეთო, გასუსულია ახლა... არ წერენ, დედა, რა მაგრად დახვეწეს ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაო...
მაგარი რამეა ეს ლაკმუსი რა, აწითლებს და აწითლებს...
ლენინს უკითხავს, რომ რამე, ცეცხლმქრობი თუ გვაქვს 9 მაისისთვის, აქამდე მომიტანია თავი და არ ამომბუგონო...", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა