თეგებით ძიება

"გამომეხმაურე, რომ შვილის საფლავი გაჩვენო და მისი უკანასკნელი სურვილი შევასრულო..." - სოციალური ქსელით ქალს ეძებენ, რომელმაც გოგო გააშვილა

ფეისბუქგვერდზე "ვეძებ" ტრაგიკული და ემოციური ისტორია ვრცელდება გაშვილებულ გოგოზე, რომელიც ამ ფაქტის გაგებამ იმსხვერპლა, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა ნოზაძე წერს:

"გამარჯობა..
თუ 1986 წლის ივლისის თვეში იმშობიარე (გინეკოლოგი გოგიაშვილი) ქ.Გორში, გააჩინე გოგო, ბავშვს სამკლაურზე ეწერა გვარი გიგოლაევი ბავშვი შენი ნებით გაშვილდა...

ახლა ნანობ, ან გყავს სხვა შვილები და მათ უნდა იცოდნენ თავისი დის შესახებ, რომელმაც 18 წლის ასაკში წამოძახებით გაიგო ეს ამბავი და გადაყვა კიდეც, ნერვიულობით და სტრესით ამ ამბავს... უბრალოდ გამომეხმაურე, რომ შვილის საფლავი გაჩვენო და მისი უკანასკნელი სურვილი შევასრულო....
პ.ს.გთხოვთ ნუ გააზიარებთ პოსტს...", - წერს თამუნა ნოზაძე.

\"გამომეხმაურე, რომ შვილის საფლავი გაჩვენო და მისი უკანასკნელი სურვილი შევასრულო...\" - სოციალური ქსელით ქალს ეძებენ, რომელმაც გოგო გააშვილა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა