თეგებით ძიება

"რუსეთიც დაიქცევა არა იმიტომ, რომ ღმერთმა მისი დასჯა გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ ..." - რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აგრესორ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურქ სელში ეხმაურება:

"რუსეთის ხანძრებზე - თვალში მომხვდა მინაწერი „ღმერთი ხედავს ყველაფერს“.
ანუ ღმერთი უხდის რუსეთს სამაგიეროს?
ამ ლოგიკით ბუჩას ვერ ხედავდა?
ღმერთი არ არის ჯალათი და არ უხდის სამაგიეროს რუსეთს, ამას უკრაინელები და უკრაინელების მეგობრები აკეთებენ.
რუსეთიც დაიქცევა (უკვე იქცევა) არა იმიტომ, რომ ღმერთმა მისი დასჯა გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ცივილიზებულმა მსოფლიომ.
უბრალოდ, ვიღაცები ჩვენთან შიშით უყურებენ ამ ყველაფერს.
რუსეთის ბომონის წინ დამხობილ ფიზიკურ, მენტალურ თუ ემოციურ ორკებს ჰაერი აღარ ჰყოფნით.
რუსეთის მხოლოდ მუხლებზე დაგდება, რამდენს გადაუკეტავს ჰაერს თუ იცით, ძალიან ბევრ ბინძურ და მოღალატე არსებას!
იქნება ცვლილებები, ბუნებრივია იქნება.
ეჭვი არავის შეეპაროს", - წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთში "შემთხვევითი" ხანძარი გაჩნდა ან დაზიანდა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა