თეგებით ძიება

"დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა" - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა.

"მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ის ვერ ჭამს.
მიშა აქამდე მარტო უცხიმო სულგუნს და კიტრს ჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას. ეს ამანათებით შეგვქონდა მასთან.
დღეს, პენიტენციურმა სამსახურმა მძევალ სააკაშვილთან ამანათების შეტანაც აკრძალა და უკვე მშიერიც დატოვა.
მიხეილ სააკაშვილს კლავენ მიზანმიმართულად და ღიად.
ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის გინდა გაცნობიერებული, გინდა გაუცნობიერებელი დუმილი ასევე უდრის მკვლელობას", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა