თეგებით ძიება

"ირპინში სამი ქართველი დაიღუპა, მერს პირადად უნდა ვთხოვო ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას მათი სახელი ეწოდოს" - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალაქ ირპენში, სამი ქართველი მებრძოილი დაიღუპა. ის აპირებს ირპენის მერს სთხოვოს რომელიმე ქუჩას ქართველი მეომრების სახელი ეწოდოს.

"ირპინში სამი ქართველი დაიღუპა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი. ყველაზე მეტი ქართველი ირპინში იბრძოდა კიევის დასაცავად. იქ ცხოვრება თავის კალაპოტს რომ დაუბრუნდება, ირპინის მერს პირადად უნდა ვთხოვო - ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას მათი სახელი ეწოდოს", - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა