თეგებით ძიება

"შვილებმა მთავარია ბერას რამე იმნაირი არ დაუკომენტარონ, ძმა, თორემ, მოვლენ ბერას "კადიროველუკები" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ძალიან მაგარი წრე შეკრეს, დააკვირდით - გომელაურმა ესებუა ვერ დაიჭირა? - ოჰ, კაი, კაცო, არ იცი, რომ ეგ ბრიყვია? რისი დამჭერია? ბიძინას ბიჭი როა, იმიტოა მინისტრი
ა, ოკ
მოტრიალდები სუსისკენ და ლილუაშვილისგან უკეთეს რას ელი? ხომ იცი რომ მარტო ბიძინასთვის ისმენს და იღებს?
ბიძინას გოგოები, ბიძინას ბიჭები, ბიძინას პრემიერი...
პრემიერი თორე, ხომ იცი ვერაფერს წყვეტს, მეტყვიან ხოლმე ..
ოკ
მოტრიალდები იმისკენ ვინც წყვეტს, ბიძინასკენ და აბა, ბიძინა?
პარტიის ათი წლის იუბილეზეც არ გამოჩნდა.
მოტრიალდები ბიძინასკენ და ეგაო თანამდებობაზე არააო!
კაი, კაცო
მა, პრემიერი?
პრემიერი ბიძინასიაო
მა, ბიძინა?
ეგა, პრემიერი აღარააო
თუ არა და არ მოისვენებ, მერე გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაგმოძღვრავს, რომ, ჩესნად რო თქვას, ვერც ბიძინა წყვეტს ვერაფერს და ბიძინასი კია პრემიერი და გოგოები და ბიჭები, მარა ბიძინა რუსეთისაა.
მოტრიალდები რუსეთისკენ და...
მა, ომი გინდაო?
დაიწყებ ახალ წრეზე ისევ და ღარიბაშვილი ბიძინასია, ბიძინა რუსეთის და მა, ომი გინდა?
და ტრიალებ ამ წრეზე, გამკითხავი არავინაა, არც არავინ შეგეხება თუ ჩუმად ჩაკვდები...
მთავარია ამ წრეზე უხმოდ იარო და ჩუმად მოკვდე!
მთავარია, ბიძინას არ შეეხონ!
მთავარია, ბიძინას არ მოპარონ!
მთავარია, ბიძინა იყოს დღეგრძელი, მზეგრძელი!
დაეწყვნენ დღეს და ბიძინა არი ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სიყვარულის და სინათლის გარანტიო!
ანუ, მზე რო ამოდის კაბადონზე, მაგას გვამადლით ბიძინას სახელით?
აბა, სადაა მშვიდობა, სიყვარული და ნათელი?
ენა, მამული, სარწმუნოება სადაა?
და იავნანამ რა ჰქმნა?
ეს ბიძინა პრემიერი არააო, პარტიის თავმჯდომარე არააო, საერთოდ არააო, გაქრაო, მარა გარანტიაო!
რანაირად?
ასეო!
მოხდა ისე, როგორც მოხდაო!
თუ გარანტია და დიდი კაცია, იქნება და პასუხი მოვთხოვოთ რაც ქვეყანაში მოხდათქო და აპ, აპ, აპ, ბიძინა არც პრემიერია, არც იგი და არც აგიო...
აბა? გარანტი როგორაათქო და შენ იმნაირი ხო არა ხარ და ომი ხო არ გინდაო...
ომი კი არა, სიცოცხლე მინდა, აღარ მინდა არსებობა, სიცოცხლე მინდა, ერთხელ ვცხოვრობ-თქო ვიძახი და...
მოხდა ისე, როგორც მოხდაო, მპასუხობენ!
მადლობა თქვი, რომ არ მოგკლესო!
მადლობა-თქო და შე ცინიკოსო უმადუროო.
რავარც მე უნდა ვიყო მადლიერი, ისეთი მადლით ეცხოვროს თქვენ ბიძინას, მოსულა?
იწყევლებიო...
კამეჩი წევს და იცოხნის,
თავის ამინდი ჰგონია,
ლაფში ჩაფლული კამეჩი
სახლი ურემი ჰგონია-მეთქი და...
ეგ რუსოფობის დაწერილი იქნებაო ..
ერბო-ერბოა და ქონი ქონიათქო და...
დიდი საქმე ზეთი თუ ათი ლარი ღირს, ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.
რომელმა ცხრა ძმამ, ხერხეულიძემთქო და პირზე ხელი ამაფარეს, ეეე, შენ ომი ხო არ გინდაო ...
კაი, გავიგე, ეს ბიძინა არავინაა დღეს და თან ყოლისფერია, დღეს გასუსულია და ჩამალულია ბუნკერში მარა, ძველი დაპირებები შეგისრულათ? 2018 წლის მაგალითად? ყველაფერზე თავად რომ იღებდა პასუხისმგებლობას, ის პასუხისმგებლობა მინდა!
უცნაური რა არის, იცით?
ამდენი ხალხი დაგიკიდათ ბიძინამ, არც სოფლებს დაურიგა მილიონები, არც ქარხნები ააშენა, ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა უფასოა, მაგრამ აბა, თურქეთში უშვებენ კლინიკები და იქ "ვერ", დააფინანსებს, დევნილები გადაყარა, არც კონკრეტული საქმის პროკურორები დასაჯა, მურუსიძე და ჩინჩალაძე თავზე დაგასვათ, კობახიძე ბუჩქებიდან გამოგიყვანათ ფა უფროსად დაგისვათ, პრემიერი ჯერ კორუფციულად გაგიბახათ, მერე პრემიერად დაგისვათ, გახარიას ხალხი აცემინა, მერე პასუხისმგებლობა თავზე ააღებინა, მერე დააწინაურა, მერე მოიშორა, 2018 წელს ცრემლი აღვარღვარა, ახლა დამიდექით, ძველებო და ნაღდებო გვერდით და მე ვიცი თქვენი პატივისცემაო და გაქრა, აორთქლდა...
რაის ძველები და რაის ნაღდები?
ნაღდი იცის მხოლოდ დოლარი, ევრო და კრიპტოვალუტა!
ხოდა, ვისგან იცავთ?
თქვენი შვილებისგან?
თქვენი შვილების მომავლისგან?
რის ფასად?
ფულს აღარ გიგზავნით, არც ძველები და ნაღდები დააფასა, აორთქლდა ტიპი, დაგიკიდათ და მხოლოდ იმის გამო გინდათ გვანაცვალოთ, რომ თქვენ რაღაცა პატარა ბიზნესს, თქვენ 2 კაპიკს არ ეხება, არ გიგზავნით ფინანსურს, არც საგადასახადოს, არც გომელაურს და ლილუაშვილს? კიდევ, დეპუტატებთან და გამგებლებთან მისვლას ბიძინას სახელით და რაღაცა 300-500 ლარის თხოვნას რომ არ გიშლით?
კუჭი ჯობია სახელს?
კუჭი ჯობია შვილს?
კუჭი, თუ შვილი? - ესაა სულ ის ტრაგედია, რაც ბიძინამ გაჩუქათ.
კუჭები გამოვიდნენ ბიძინას დასაცავად!
შვილები?
შვილებმა მთავარია ბერას რამე იმნაირი არ დაუკომენტარონ, ძმა, თორემ, მოვლენ ბერას "კადიროველუკები".
არაა, გენაცვალე, ეს არაფორმალური მმართველო საღლიცინო, სერიოზული საფრთხე იყო და არის, პირდაპირი საფრთხეა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ქვეყნისთვის და არ ვიცი, უკეთ როგორ ავხსნა!
"პირში უძრახეო", მარა ვისაც ეს პოსტი ემჟაოს, ეტკინოს, ეწყინოს, ემლაშოს, გეესინჯეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ტიკარაძეს!", - წერს კეშელავა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა