თეგებით ძიება

"ქოცებმა" ამით ის დაადასტურეს, რომ გვისმენენ" - რას წერს გიორგი ბარამიძე?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს:

"კი ვადასტურებ ეს მაქვს ნათქვამი, ომის პირველ დღეებში, კიევში ყოფნისას, ჩვენი პარტიის ერთერთ ჩატში.
მერე?
ქოცებმა ამით ის დაადასტურეს, რომ გვისმენენ, რაც არავისთვის ახალი არაა და ამ რუსული, გავრილოვების, მოღალატური რეჟიმისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთერთი დანაშაულებრივი მეთოდია.
ახლა საინტერესოა, ამაზე გამოძიებას ბორინკას ჯიბის პროკურატურა ფორმალურად მაინც თუ დაიწყებს.
ცხადია რეზულტატი იქნება ისეთივე ნოლი როგორც ამგვარ და (ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ) ბევრად მძიმე სხვა დანაშაულის ფაქტის გამოძიებისას.
ვითომ თავისი (მორიგი) დანაშაულის გამომზეურებით, მოინდომეს ბორინკას სკანდალის გადაფარვა.
ეს მოწმობს, რომ მაგრად შეშინდნენ და ისტერიკაში არიან, რადგან “მოღალატეს უკანალი ეწვის” და ხვდებიან, რომ ბორინკას და მათი პარპაშის მომენტი ახლოვდება.
დიდება საქართველოს!", - წერს ბარამიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა