თეგებით ძიება

”გიოს და ვარ მეგობრებო, მე ვარ შემოსული..." - რას წერს სურამის ტყეში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭის და?

სურამის ტყეში გაუჩინარებული 20 წლის გიორგი კობალაძის და სოციალურ ქსელში წერს:

”გიოს და ვარ მეგობრებო, მე ვარ შემოსული, ჯერ არ გვიპოვია გიო, ვეძებთ ყველა…”.


შეგახსენებთ, რამდენიმე საათია, სურამში გიორგი კობალაძეს ეძებენ. ტყეში რამდენიმე ნივთი და ხეზე ჩამოკიდებული თოკი ნახეს. მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყვება:

"თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ანუ მე გარდაცვლილი ვარ… ჩემი სისულელეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმე მოსაკლავად დამდევს. მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ადამიანურად, როგორც მე შემეფერებოდა. თამაში დავიწყე. ფული დავხარჯე. ნახევარი ხელფასი ჩემებს მივეცი, ნახევარით ვითამაშე და წავაგე. გადასახადები ვერ გადავიხადე…

ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები, აღარავის შევუყვარდები. მირჩევნია, დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში… ოღონდ მიპოვით მკვდარს.

მიხარია, რომ დედამიწაზე 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ბედნიერება მქონდა. ხალხი გვერდში მედგა, ყველაფერი გავიფუჭე. ბევრი უაზრო რაღაცები გავაკეთე. ლოთობას გადავყევი, ვალები დავიდე. ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადე. დღეს ბოლო დღეა, აზრი არ აქვს. ვერაფერს მივაღწევ, ვერც ვიშოვი, ვერც გადავიხდი. ნუ იდარდებთ. არ ინერვიულოთ. დამმარხეთ ჩემი მშობლის გვერდით და იქ ვიქნებით, ან არ ვიცი, მიწაში ჩამაგდეთ”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა