თეგებით ძიება

14 წლის უკრაინელი გოგო 5-მა რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა, მოზარდი ორსულადაა და ბავშვის გაჩენას აპირებს

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის არაერთი ტრაგიკული ისტორია გახდა ცნობილი. დღეს 14 წლის ბუჩელ მოზარდზე გავრცელდა ინფორმაცია. არასრულწლოვანი გოგო 5-მა რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა, მოზარდი ორსულადაა და ბავშვის გაჩენას აპირებს.

მოზარდის შესახებ მისმა ფსიქოლოგმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრა კვიტკო ახლა მუშაობს ძალადობის 5 მსხვარპლთან, რომლებიც ოკუპანტებისგან დაორსულდნენ. მათი ასაკი 14-დან 18 წლამდეა. ყველაზე უმცროსი დაზარალებული, რომელთანაც ფსიქოლოგი მუშაობს, 10 წლის გოგოა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა