თეგებით ძიება

ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - ღარიბაშვილმა ლტოლვილი უკრაინელი ბავშვები მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლტოლვილი უკრაინელი ბავშვები შვილებთან ერთად მოინახულა.

"ჩემს შვილებთან - გაბრიელთან და ნინოსთან ერთად მოვინახულე უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც 41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინულ სექტორზე სწავლობენ.

ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ჩვენ ვართ 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი - 500 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში.

უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ ვუსურვებ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, მშვიდობის დამყარებას და თავიანთ სახლებში დროულად დაბრუნებას", - წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა