თეგებით ძიება

"გუშინწინდელი ამბავია, მაგრამ ისე ტკბილი..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თავის შვილიშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გუშინწინდელი ამბავია, მაგრამ ისე ტკბილი, რომ მინდა დაიმახსოვროს არქივარიუსმა ცუკერბერგმა. გაისად ხომ უკვე სულ სხვანაირი გოგო იქნება კიდევ. თინა მთელი დღე დაათრევდა რაღაც პირბადისმაგვარს, ხან იატაკზე აღმოჩნდა რომელიც, ხან ჯიბეში, ხან თოჯინა სახელად ნათიაბებოს თმებზე. ძილის წინ კი გამოაძრო ჯიბიდან ეს ნიღბისმსგავსი ჭინჭი და ჩამოიმხო თვალებზე. თურმე ძილის ნიღაბი ყოფილა. ჩაკოტრიალდა და გულში მინდა, მეუბნება. იფაფხურა, იფაფხურა, ეძება გული, მუცელზე დამადო ლოყა და დაიძინა. ჰმ.. გავიფიქრე პასკანაჭამმა, ბავშვმაც კი იცის უკვე, რომ გული მუცელში მაქვს. ასორმოცდაათპასკიანი გულ-მუცელი.

ფოტოზე თავის მეგობარ ლილიანა ჩხარტიშვილთან და ლილიანას ბატკანთან ერთად", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა