თეგებით ძიება

"ილია მეორე სერიულ მკვლელზე და სამხედრო გადატრიალების თანახელმძღვანელ ჯაბა იოსელიანზე" - რას წერს დეკანოზი

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე საქართველოს პატრიაქ ილია მეორესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"ილია მეორე სერიულ მკვლელზე და სამხედრო გადატრიალების თანახელმძღვანელ ჯაბა იოსელიანზე
"ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი.
... ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართვლოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება....
... მე მახსენდება ის ძალიან მძიმე დრო, როცა ბატონმა ჯაბამ თითქმის დაკარგა იმედი და ერთადერთი გზა აირჩია შიმშილი. ეს იყო იმედის დაკარგვა, ეს იყო უკანასკნელი ნაბიჯი მისი და ის მზად იყო მისულიყო სიკვდილამდე,
და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი და, როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და რას იტყვის ხალხი? რომ მე, რომ შიმშილი შევწყვიტო,
და მე ვუთხარი, ხალხი იტყვის იმას, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს, ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი.
ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი.....
ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო!"
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 10 ივლისი, 2001 წ.
ამ სიტყვის ვიდეო იხილე კომენტარში" - წერს დეკანოზი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა