თეგებით ძიება

"უკრაინას დაეკისრა მსოფლიოს თავისუფლება... ამ ულამაზეს გაზაფხულს ჩვენ ვგრძნობთ და მათთან ჯოჯოხეთი ტრიალებს" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უკრაინა-რუსეთის ომზე წერს:

"კი, ჩვენ მართლა გვაქვს ისტორიული შანსი გამთლიანების და სიზმრად რომ გვინახავს, ისეთ წარმატებულ ქვეყნად ქცევის და ამ შანსის დამკარგავს საუკუნო წყევლა ექნება., ოღონდ ეს შანსი გადის ევროკავშირის წევრობაზე, რუსეთის მიმართ პრინციპულ დამოკიდებულებაზე, ცის და ზღვის მათთვის ჩაკეტვაზე, რუსული კაპიტალის არდარეგისტრირებაზე, "ცივ" და ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომზე და აფხაზებისთვის და ოსებისთვის თავისუფალი, ევროპული მომავლის შეთავაზებაზე, მაგრამ არა შეიარაღებულ ომზე. რუსეთის არმია გავიდა, მაგრამ მისი ავიაციის მობრუნებას მცირე დრო უნდა და საქართველოსნაირ ქვეყანას, თავდაცვის იმ პოტენციალით, რაც ახლა გვაქვს და რის გაუმჯობესებაც არ ინება ამ მთავრობამ თავის დროზე, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, სამი დღე ჰყოფნის გასანადგურებლად. ამას გარდა არაფერი გვაქვს ჩვენ საომარი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყოველთვის რუსეთთან ომს ვარქმევდით ამ ომებს და არასდროს იმ ხალხთან ომს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. რამდენი ნაკლიც არ უნდა აღმოგვიჩინონ ჩვენმა ეთნიკურად განსხვავებულმა თანამოქალაქეებმა, ქართველები ერთმანეთს თუ ვხოცავთ, თორემ სხვა ეთნოსის ჩვენებურებს მაქსიმუმ ანეკდოტი ვუძღვნათ და ენა ვაჭარტალოთ, რასაც არც ქართული წარმოშობის ერთმანეთს ვაკლებთ და მათაც კარგად იციან, რა ენაპარტყალები ვართ. მყავს ოსური წარმოშობის მეგობრებიც,აფხაზი მეგობრებიც და ერთ გასროლას ბუნებრივად განურჩევლობა და ქაოსი მოჰყვება და ისევ შეეწირება ყველა ბედნიერი მომავალი, რაც დაუშვებელია. წონასწორობის ქალი ვარ - არც საქმეში, არც სიყვარულში, არც მეგობრობაში არ მიყვარს ნაკლებგამცემის როლი და მაქვს ტკივილის და ბრალის გრძნობა, რომ უკრაინას დაეკისრა მსოფლიოს თავისუფლება უდიდესწილად ახლა და რომ ამ ულამაზეს გაზაფხულს ჩვენ ვგრძნობთ და მათთან ჯოჯოხეთი ტრიალებს. არესტოვიჩის სასოწარკვეთილებისაც კარგად მესმის და არ მწყინს ამიტომ და არც მელანძღინება, მხოლოდ ვეტყოდი, ჩვენ ახლა ეს არ შეგვიძლია, მაგრამ შენთან ვართ გულით, შენთან არიან ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები და თუ ამაზე მეტს ვერ ვაკეთებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დაცლილი ვართ სისხლისგან და არა იმიტომ, რომ მშიშრები ვართ, ან მოღალატეები", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა