თეგებით ძიება

"ხალხი თვლის რომ ამ მთავრობას დიდი არაფერი დაუშავებია..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.

"გაღიზიანებულ პოსტებს ვნახულობ იმაზე, როგორ არ გაამართლა საქართველოში დემოკრატიამ.
კვლევა აცდა ამ ხალხის განწყობას და დემოკრატია ჩარეცხეს.
ზოგი ისეთი სასოწარკვეთილია, გამიჭირდება ახსნა, რომ თავადაც ამ კვლევის ნაწილნი არიან - თავიანთი ნებისყოფით და პირველ რიგში აი ეს უნებისყოფობაა ის, რაც ცივილიზებული წყობის დამკვიდრებას აფერხებს.

კი, დეპრესიაში ვარდება ხალხი, როდესაც წარუმატებელ ბოიკოტს იწყებ.
ბოიკოტი, თუ შედეგით არ დასრულდა - აუცილებლად იწვევს საზოგადოების ფრუსტრაციას და დეპრესიას.
(ამის ყვირილით ხმა მქონდა ჩახლეჩილი ბოიკოტის გამოცხადებიდან შარლ მიშელამდე! თუ შედეგს არ მივიღებდით, ხალხი დეპრესიაში ჩავარდებოდა - საკითხავსაც კი გთავაზობდით, ბალკანური ბოიკოტების გამოცდილებას).

და კი - რამდენიც არ უნდა იყვირო არჩევნების გაყალბებაზე, თუ სიტყვა გატეხე და ცხვარივით პარლამენტში შეხვედი, შედეგების ლეგიტიმაციას ახდენ და ხალხის ნუ გიკვირთ, რომელიც ფიქრობს რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება.
კი, რამდენიც არ უნდა იყვირო მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციაზე უკრაინის მიმართ - როდესაც სალომე ზურაბიშვილი გამოგყავს ოპოზიციის აქციაზე და ტაშს უკრავ - სალომე მთავრობაა, სალომეს პოზიციაც მთავრობის პოზიციაა.

(4 მარტს დაიწყო გამოკითხვა - იმ დღეს როდესაც ზელენსკიმ მიმართა რუსთაველზე შეკრებილებს და მასთან ერთად - ფორმულამ სალომეც ჩართო და მიტინგს ტაში აკვრევინა - დასრულდა 24 მარტს - მთელი ეს დრო სალომეს ტაშის კვრა მიდიოდა).
რამდენიც უნდა იყვირო მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციაზე, როცა მასთან ერთად რეზოლუციას იღებ, მათ მრეცხავ პრეზიდენტს აქებ, უკრაინაში დასეირნობ და სირცხვილის მოწმენდაზე საუბრობ - კი, ხალხი თვლის რომ ამ მთავრობას დიდი არაფერი დაუშავებია.
კი, პოლიტიკური სპექტრის სიცხადეს აქვს მნიშვნელობა!

კი, დემოკრატია ნახევრად აგრარულ, არამოდერნიზებულ საზოგადოებაში რთულად მკვიდრდება მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც უფრო იოლი ლტერნატივა არსებობს და ყველა მოსახვევში უნებისყოფო ხალხი უნდა ვასულიეროთ, რომლებმაც დემოკრატიაზე ხელი ჩაიქნიეს და ახლა ძალაუფლებას იგდებენ ხელში რომ დიქტატურა დაამყარონ - ეს უნდა ბიძი ქართველ ხალხს!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა