თეგებით ძიება

"მერე რა დაშავდაო….ბიჭო…ბიჭო - "ონ პროსტა ფსიხ" - ვის შესახებ საუბრობს ინგა გრიგოლია?

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"აჭრილ-დაჭრილ-გადაფსიხებულ-გადაისტერიკებულ.ჯი??ჯერ ფალსიფიცირებული საუბრებიაო, მერე-მე არ შევხვდიო…მერე -გადავამისამართე ბიზნესმენებისკენო….მერე- რა დაშავდაო….ბიჭო…ბიჭო?? p.s-ონ პროსტა ფსიხ", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მედიასთან საუბრისას აღნიშნულ ჩანაწერს "გაუგებარი" უწოდა.

"საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმა ასეთ გაგაუგებარ ჩანაწერებზე კომენტარი უნდა გააკეთოს. ჩემთვის შეუძლებელია ამაზე სპეკულირება და სერიოზული კომენტარის გაკეთება. მსგავსი სიყალბით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. უკვე დადასტურდა, რომ ზოგიერთ ძალებს ომის დაწყება სურთ და მსგავს თემებზე სწორედ ამიტომ აპელირებენ.

თქვენს მიერ ხსენებული რუსი ოლიგარქი აქეთ ურეკავს ჟურნალისტებს ეს არის ზღაპარი. რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, რამე მოხდა დანაშაული? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, მომმართა, რომ არსებობდა ბიზნესშემოთავაზებები და გადავამისამართე შესაბამის პირებთან. ეხლა მე მინდა მთავარი კითხვა დავუსვა ამ სკანდალის ავტორებს: რაიმე შედეგი და გაგრძელება დადგა?…ხიდაშელის და ამ ბიზნესმენის შეხვედრებს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია", - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა