თეგებით ძიება

"ციხეში გამოკეტილ, დასუსტებულ და დაწიხლულ ადამიანზე შურისძიებაზე უფრო დამაკნინებელი და მდაბიო საქციელი არ არსებობს"

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"უწინ, თუკი გვარამია უტრირებდა და სპექტაკლებს დგამდა, ახლა ვატყობ სხვა რეალობაა. როგორც ექიმებისგან და სახალხო დამცველისგან გავიგე:
- სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რომელიც აქ არ იკურნება. ამიტომაც გადასაყვანია იქ, სადაც უმკურნალებენ.
მისი სიცოცხლის საფრთხე რეალურად არსებობს.
რაც არ უნდა იხითხითოთ, უარყოთ, მოსყიდული იძახოთ, ამ რისკზე თავად მიდიხართ და მაინც ვიტოვებ მცირე იმედს, რომ თქვენს გულგრილობასა და შურისძიებას, პატიმარი სააკაშვილის არ შეეწირება.
მას იმაზე უარესი არ ჩაუდენია, რაც თქვენ გაგიკეთებიათ და აკეთებთ. არც ცოცხლად ტანჯვა და ნელი სიკვდილით დასჯა დაუმსახურებია, კანონით რაც მიუსაჯეთ ის აქვს მოსახდელი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვადაზე ადრე გათავისუფლებაც კანონითაა განსაზღვრული.
ახლა ნორმალური, გონიერი, კეთილშობილი, დიდსულოვანი მმართველი ყველაფერს გააკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, ბოლოსდაბოლოს, ჩამოიყვანს ევროპიდან ექიმებს და რეალურ დასკვნას მაინც დაადებინებს, თუკი აქ ყველა მიკერძოებული და მოსყიდულია.
პატიმარს აქვს მკურნალობის და სიცოცხლის უფლება და ნუ უზღუდავთ ამ უფლებას. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ", ისევე არ მჯერა, როგორც გვარამიას ისტერიკების არ მჯეროდა თავის დროზე.
სახელმწიფოდ ყოფნა მინდა და არა ბანდიტური დაჯგუფებების მიერ, ერთმანეთთან ანგაროშსწორებისთვის სახელმწიფო რესურსისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
გადააბიჯეთ ბოღმასა და ღვარძლს და მოიქეცით, როგორც ცოტა ადამიანურად.
ციხეში გამოკეტილ, დასუსტებულ და დაწიხლულ ადამიანზე შურისძიებაზე უფრო დამაკნინებელი და მდაბიო საქციელი არ არსებობს", - წერს ჯანაშია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა