თეგებით ძიება

"უკრაინელები გზავნიან რუსეთის ტერიტორიაზე უიაფეს დრონებს, დიდი რაოდენობით და ეს რუსებიც თავისი უძვირესი რაკეტებით აგდებენ ამ დრონებს" - ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთხელ ეხმიანება.

"რუსები ხარობდნენ გუშინ–დღეს, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული უკრაინული საფრენი აპარატები ჩვენმა პევეომ გაანადგურაო. რა თქმა უნდა, მეწყინა. ხოდა, ვუსმენდი ახლა ერთ კარგ ექსპერტს და თურმე რა ხდება: უკრაინელები გზავნიან რუსეთის ტერიტორიაზე უიაფეს დრონებს დიდი რაოდენობით და ეს რუსებიც თავისი უძვირესი რაკეტებით აგდებენ ამ დრონებს. ანუ ახარჯინებენ რაკეტებს, რომლებიც ისედაც შეზღუდული რაოდენობით აქვს უკვე რუსეთს აი, არ ვიცი რა ვთქვა. ვიგუდები სიცილით.

რუსეთს უკრაინელები და დასავლეთი მიჭირხვნიან, ვატყობ ბიძინა–ქოცებსაც დასავლეთი წაჭირხვნის აქედან და ჩვენ რავი, ბოლო მომენტში ფორმალურად მაინც გავტოკდეთ ერთი–ორი რომ ვითომ ძაან უსაქმურები და უმაქნისები არ ვართ. მთავარია ეგ ბოლო მომენტიც არ გამოგვეპაროს," - წერს ჟურნალისტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა