თეგებით ძიება

"შეიძლება ყველგან ხელები აფათუროს და მაინც ვერ დაწყნარდეს..." - რას წერს პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გარემო, რომელიც აირჩიე, თუ შენი შესაფერისი არ არის და საერთო ღირებულებებს არ ატარებს, სატანჯველად გექცევა.
რაც არ უნდა კარგი აკეთო, მაინც არ მოეწონები მას, ვინც იქ შემთხვევით არის მოხვედრილი, სადაც სულიერება და ღირსება უპირატესი უნდა იყოს, მაგრამ ეს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი საკუთარი თავის განდიდებით და გამდიდრებით ჩაანაცვლა.
ადამიანს რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ჰქონდეს, როგორი ვითომ წარმატებულიც არ უნდა იყოს, თუ მას შინაგანი ინტელექტი არ გააჩნია, ჩათვლის რომ იმსახურებს და ყოველთვის შეეცდება, საკუთარ მოვალეობებს გადააჭარბოს, დაგაკნინოს, დაგამციროს, შეურაცხყოფა მოგაყენოს…
შეიძლება ყველგან ხელები აფათუროს და მაინც ვერ დაწყნარდეს, რადგან შიგნით არის პატარა და გარეთ მისმა ,,პატივმა და დიდებამ” ისე დაამძიმა, ვეღარ გაუძლო…
ამიტომ, არ დარჩე იქ, სადაც არაფრად გთვლიან…
სინამდვილეში მათზე მაღლა დგახარ ასი თავით და აგრესიის მიზეზიც სწორედ ეს არის…
დააღწიე თავი და თავისუფლად ჩაისუნთქე ჰაერი!..", - წერს კოლხი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა