თეგებით ძიება

"სასწრაფოდ უნდა მოხდეს "ბორჯომის" საწარმოს ნაციონალიზაცია" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი "ბორჯომის" ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია.

"ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა.
ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, ის არის სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვის რისკს უკავშირდება.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია (გამოსყიდვა), რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე", - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა