თეგებით ძიება

"თუ ეძებთ 25 წლამდე შავგრემან, მაღალ ბიჭს, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები, ის დახვრიტეს სომხებმა დრანდის ცენტრში!" - აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ფარულავა აფხაზეთის ომის უცნობ დეტალზე ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" წერს:

"მოგესალმებით ჯგუფის წევრებო, განსაკუთრებით განსაკუთრებით სოხუმელებს მივმართავ! თუ ეძებთ ბიჭს, რომელიც უნდა ყოფილიყო 25წლამდე, შავგრემანი გარეგნობის, მაღალი, ათლეტური და რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები მომმართეთ, ან გვერდის რომელიმე მოდერატორს დაუკავშირდით! ბიჭი დახვრიტეს 1993წლის 30სექტემბერს სომხებმა დრანდის ცენტრში! მიცვალებული გააპატიოსნა და დაკრძალვა აფხაზმა ქალბატონმა ე.წ რუსის სასაფლაოზე. ამავე სასაფლაოზე, გვერდი გვერდ იყო მამაჩემიც დაკრძალული, რომელიც წინა დღეს დახვრიტეს იგივე დაჯგუფების წევრებმა! აფხაზმა ქალბატონმა, რომელიც მუშაობდა აგუძერას საავადმყოფოში ვერ იხსნა მამაჩემი, მიუხედავად ყველაფრისა. მამას თან ქონდა პირადობის მოწმობა და ამიტომაც გაგვიადვილდა მისი ცხედრის მოძიება, მაგრამ ბიჭს თან არ გააჩნდა არანაირი საბუთები, ამიტომაც დღემდე ვეძებთ მის ოჯახს! გთხოვთ იყო ყურადღებით და იქნებ გეცნობათ რაიმე. მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებებს, მაგრამ ცხედარი ჯერაც არაა გადმოსვენებული! პატივისცემით ნინო ", - წერს ნინო ფარულავა.

"თუ ეძებთ 25 წლამდე შავგრემან, მაღალ ბიჭს, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები, ის დახვრიტეს სომხებმა დრანდის ცენტრში!" - აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა