თეგებით ძიება

"საქართველო როსტოვამდე ვერ გაფართოვდება... მაგრამ ჩინეთის შემთხვევაში საქმე საერთოდ არაა საღლიცინოდ" - ზურა ბატიაშვილი ჩინეთში შემდგარ რუკაზე

ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი ეხმაურება ჩინეთის ერთ-ერთ არხზე ნაჩვენებ რუკას, რომელიც რუსეთის შესაძლო დაშლის შემთხვევაში, მისი ტერიტორიების გადანაწილებას ასახავს.

ეს იმ ცნობილი კადრის ორიგინალია, რომელიც ჩინეთის ტელევიზიაში გავიდა და რუსეთის ტერიტორიების შესაძლო გადანაწილებას ეხებოდა.
რა თქმა უნდა, საქართველო როსტოვამდე ვერ გაფართოვდება და ჩვენთან ბევრი ღლიცინებს ამ თემაზე, მაგრამ ჩინეთის შემთხვევაში საქმე საერთოდ არაა საღლიცინოდ.

ჩინეთში მიაჩნიათ, რომ ციმბირის დიდი ნაწილი ისტორიულად სწორედ მათ ეკუთვნით. 1970-იან წლებში ერთმანეთთან კინაღამ დიდი ომიც კი მოუვიდათ ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს.

რამდენიმე დღის წინ არესტოვიჩმა თქვა, რომ დასავლეთი ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომში ჩაურევლობის შემთხვევაში ციმბირსაც დაჰპირდა სანაცვლოდო.
შეიძლება ვიღაცას არესტოვიჩის არ სჯეროდეს, მაგრამ დაუჯერეთ ჩინეთის ტელევიზიას, სადაც მკაცრი სახელმწიფო ცენზურაა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი მითითების გარეშე არცერთი ზედმეტი სიტყვა არ ითქმის.

თუ ვინმეს ციმბირის ათვისების რეალური სურვილი და საშუალება გააჩნია, ეს ნამდვილად ჩინეთია", - წერს ბატიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა