თეგებით ძიება

"აუპატიურებდნენ და ცოცხლად წვავდნენ ქართველებს... მათი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი დამარცხდება და დამსხვრეულ მითსაც ძლევამოსილების-უძლეველობის შესახებ თან წაიყოლებს.

"დიახ, რუსეთის ბოროტების იმპერია გადატყდება და ისე მიდის ფსკერისკენ ნაწილებად დაფშვნილი და დამსხვრეულ მითსაც ძლევამოსილების-უძლეველობის შესახებ თან წაიყოლებს „მოუსავლეთში“.

ჰოდა, ვისაც ახლა გულის წვეთები სჭირდება ვალერიანის ან კორვალოლის და რუსეთის იმპერიის განადგურებას დარდობთ, აი იმ იმპერიის ქართველების სისხლით რომ ვერ გაძღნენ საუკუნეების მანძილზე ფეხით რომ თელავდნენ ფრესკებსა და ხელნაწერებს, რუსთაველზე რომ გვჩეხავდნენ, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ შემოგვივარდნენ, აუპატიურებდნენ და ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, ქართველი პატრიოტების თავებით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ აი ამ რუსეთის ბოროტების იმპერიის ნგრევას და განადგურებას ვინც დარდობთ დამენახეთ რა, უკეთეს ხასიათზე დავდგები თქვენ რომ დაგინახავთ დანაღვლიანებულებს თან რუსული მარშით ჩადეგით მწყობრში და ისე იარეთ, „ბატონებო და მსახურებო “ რუსული გემისკენ ნაბიჯით იარ“, - წერს ჩარკვიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა