თეგებით ძიება

"BBC რუსეთისადმი ნულოვანი სიმპათიით ხასიათდება..." - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"BBC-მ გუშინ (29 აპრ., 2022 წ.) გამოაქვეყნა უკრაინაში 24 თებერვლის მერე დაღუპული რუსი სამხედროების საერთო რაოდენობა: 1899
(თუ ამას მივუმატებთ საომარი მოქმედებებისას ჩამოყალიბებულ სტატისტიკას დაღუპულებისა და დაჭრილების თანაფარდობისა, რომელიც არის 1:3-ზე,)
აქედან ყოველი მეხუთე გარდაცვლილი ოფიცერია!

გასაგებია, რომ ძალზე შთამბეჭდავი დანაკარგია!
ომო ომია, - ჯოჯოხეთია! მისგან მშრალად ვერავინ გამოვა ვერასდროს.

საინტერესო ისაა, რომ ბი-ბი-სი და მისი ჯგუფი ვოლონტიორებისა ამ სიას ადგენს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან!
ბი-ბი-სი რუსეთისადმი ნულოვანი სიმპათიით ხასიათდება, მაგრამ მიუხედავად მისი უარესობიკენ შეცვლისა, მაინც, კრიტიკულ მომენტებში რცება ბი-ბი-სიდ!
შეადარეთ ბნედიანი, გაბოროტებული და შეშლილობის ზღვარზე მისული ე.წ. "ორიენტირებულების" სტატისტიკას ქართულ წუმპე-ტელევიზიებსა და წუმპე-პრესაში, მათ საჯარო გამოსვლებში.

ასე იცის იდეოლოგიამ: აბოროტებს, ათაყვანებს და გონებას აკარგვინებს ადამიანს!", - წერს ეკონომისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა