თეგებით ძიება

"მაპატიეთ, გთხოვთ..." - ნანა გეგეჭკორი მიმართვას ავრცელებს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"ფეისბუქით კარდიოლოგიურ კონსულაციებს ვერ გავწევ უცხო პაციენტებზე. არაპროფესიონალური და არასერიოზული იქნება ეს ჩემი მხრიდან. მაპატიეთ, მართლა არანაირად არაა ეს უსაფრთხო პაციენტისთვის. საქართველოში უამრავი არაჩვეულებრივი კარდიოლოგი გვყავს. მე ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეს მათ ვანდობ.

იმდენი წერილი მომდის ასეთი თხოვნით, იძულებული ვარ ასე მოგმართოთ. ფიზიკურად შეუძლებელია ყველას გიპასუხოთ ინდივიდუალურად.
პანდემიის დროს ათასობით წერილს ვუპასუხე და მართლა არავინ დამიტოვებია უპასუხოდ, მაგრამ ახლა აღარაა ის რეალობა როცა ადამიანები შეიძლება სახლში, დახმარების გარეშე დაიხოცონ.

ბოდიშს გიხდით რომ ყველას ვერ ვწვდები. გულით მინდა დღეღამეში იმდენი საათი იყოს ყველას მოგწვდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ რაოდენობის წერილობის პასუხი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

მაპატიეთ გთხოვთ
ყველაზე მნიშვნელოვან კარდიოლოგიურ პრობლემებს მთავარის, შენი დილას ხუთშაბათის ეთერში შევეხები ხოლმე. ეს დაგეხმარებათ კარგად ინფორმირებული იყოთ და ჯანრთელობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორად მიიღოთ", - წერს ნანა გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა