თეგებით ძიება

"18 წლის ვიყავი, ექიმმა რომ მითხრა, უშვილო ხარო... ძალიან განვიცადე, სული მეწვოდა... " - რას წერს ქალი, რომელიც დედა სასწაულებრივად გახდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლელა მაისურაძე უშვილობის საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"18 წლის ვიყავი, ეხოზე ექიმმა რომ მითხრა, უშვილო ხარ, ისეთი პატარა საკვერცხეები გაქვს, შვილო არასოდეს გეყოლებაო. ძალიან განვიცადე, სული მეწვოდა დღემდე მახსოვს ის ტკივილი. 6 წლის უკან წაჩხურუს მონასტერში ავედი იქ დაგვხვდა ბერი გავესაუბრეთ ჩაიწერა ჩემი და მეუღლის სახელები დიდ წიგნში და გვანახა რამდენ ადამიანს არ ჰყავდათ და ეყოლათ შვილი უფლის რწმენით. წამოსვლისას შევუთქვი: უფალო, თუ ღირს მყოფ რომ შვილი მეყოლოს, მე ჩემი შვილით ფეხშიშველა ამოვალ ტაძარში და ცხვარს შევწირქვ-თქო.

მართლაც, ზუსტად სამ თვეში დავრჩი ორსულად. განა, ეს სასწაული არ არის უფლის?!. და დღეს მე სამი შვილის დედა ვარ. არასოდეს დაკარგოთ იმედი , უფლის რწმენა . ზოგჯერ საჭიროა განსაცდელი, ვინაიდან დავაფასოთ რაც გვაქვს", -წერს ლელა მაისურაძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა