თეგებით ძიება

"კიევის აჩრდილი" არის მითი - ზღაპრული გმირი, რომლის არსებობაც ძალიან სჭირდებოდა უკრაინას ომის პირველი დღეების წყვდიადში" - ნიკოლოზ ლოლაძე

ნიკოლოზ ლოლაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელში აქტიურად აშუქებს, "კიევის აჩრდილის" შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, "კიევის აჩრდილი" არის მითი - ზღაპრული გმირი, რომლის არსებობაც ძალიან სჭირდებოდა უკრაინას ომის პირველი დღეების წყვდიადში.
დღეს უკრაინას ზღაპრები აღარ სჭირდება. ყოველი უკრაინელი - ფრონტის ხაზზე, თუ ზურგში, თუ ოკუპაციაში - გმირია, მათ საკუთარი ძალა იწამეს და ზუსტად იციან, რომ ყოველ მათგანში, კაცში და ქალში, არის ის ნაპერწკალი, ის ძალა, რომელიც მალე მორდორის ყველა ბინძურ ნათითურს უკვალოდ ამოშანთავს მათ მიწაზე

ერთ-ერთი ასეთი უკრაინელი იყო სტეპან ტარაბალკა, სამხედრო პილოტი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა სამშობლოსთვის - ის 13 მარტს დაიღუპა სამხედრო დავალების შესრულებისას. მარადიული ხსოვნა...", - წერს ნიკოლოზ ლოლაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა