თეგებით ძიება

"ასეთი ქალები წერენ ქალთა უფლებების ისტორიას... იყო წარმატებული არ ნიშნავს, არ იყო მოძალადე" - მარიამ კუკუნაშვილი

"ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი მოდელის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.

გულწრფელი და გმირული ნაბიჯები. მე მჯერა ნეკასი და თანადგომას ვუცხადებ მას. ასეთი ქალები წერენ ქალთა უფლებების ისტორიას საქართველოში, იმიტომ, რომ ბევრმა ქართველმა ქალმა და კაცმა ძალადობა ძალადობა რომაა და კერძოდ რა არის ძალადობა ეგეც არ იცის.
იმათ გასაგონად კი ვინც კითხულობს რაში გვაინტერესებს ამათი ამბავიო გეტყვით: იმიტომ, რომ ქართულ ტოქსიურ მასკულინურ პატრიარქატში ოჯახების 90% დისფუნქციურია და ეს ნორმად არის დაკანონებული. ასევე იმიტომ, რომ ფსიქიური ტრავმების ჩუმი ეპიდემიაა იმ ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან. ასევე იმიტომ, რომ როდესაც ოჯახში მამა მოძალადეა დედა კი უბედური, ბავშვის ფსიქიკა ინტერნალიზებას აკეთებს ნეგატიური მშობლის ფიგურისას და ზრდასრულობაში თავად ხდება ის, რაც მამა იყო მისთვის და დედასთვის: არ არსებული ემოციურად საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ…ამას კი მოსდევს ის გართულებები როგორიც არის სუიციდი, ნარკომანია, ტოქსიური მიჯაჭვულობები და ძალადობრივი ურთიერთობების ფორმირება. ამიტომ ასეთი ისტორიები ყველას უნდა გვაინტერესებდეს.

იყო წარმატებული არ ნიშნავს არ იყო მოძალადე. უფრო მეტიც მოძალადეები რაციონალურად განვითარებულები და საზოგადოებრივად High functioning არიან. დარწმუნებული ვარ ნეკას გამარჯვებაში და იმაშიც, რომ უფრო და უფრო მეტი ქალი იბრძოლებს საკუთარი უფლებებისთვის", - წერს კუკუნაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა