თეგებით ძიება

"ბორჯომის" ქარხანა დაიშლება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ?

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე "ბორჯომთან" დაკავშირებით, მისი ძველი წიასწარმეტყველება ზიარდება:

"ქალბატონმა ლელამ ხშირად იცის ხოლმე თქმა: ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს გაცემული, ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები მაქვს, უბრალოდ, უნდა წაიკითხოთო.

ჰოდა, მას შემდეგ, რაც „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გახდა ცნობილი, მის ჩანაწერებს გადავხედეთ და ორი ძველი წინასწარმეტყველება ამოვიღეთ შესახსენებლად.

მავანთა გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ ეს წინასწარმეტყველებები მანამდე უკვე გამოქვეყნდა როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნში „ახალი სიტყვა“.
გარდა ამისა, ეს ჩანაწერები ბოლო პერიოდში ასევე შეგახსენეთ ჩვენს „ფეისბუქ-გვერდზე“, როდესაც ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებების სრულ ტექსტს პერმანენტულად ვაქვეყნებდით ნაწილ-ნაწილ.
ასე რომ, ჩვენს მუდმივ მკითხველს ისინი აუცილებლად ემახსოვრება.

2002 წელი, 13 ივლისი
ბორჯომის ქარხანა დაიშლება. სულ სხვა ხალხი დაეუფლება ყოველივეს. ეს დაიწყება უცხოელი პარტნიორებისაგან. ისე შემოეცლებათ ყველაფერი, რომ ვერც წარმოიდგენენ. უცხოელი პარტნიორები აუმხედრდებიან. იქნება ლაპარაკი თანხებზე, დიდი დანახარჯები და ბევრი სხვა რამ. ეს ასეა ასი პროცენტით.

2013 წელი, 18 იანვარი
რაც შეეხება ქართულ მინერალურ წყლებს, ყველაფერი საქართველოს საკუთრებაშია და კვლავაც ასეთად დარჩება. „ბორჯომის“ გაყიდვა ფუჭია. საქართველოს ყველა სიმდიდრე საბოლოოდ მისსავე მფლობელობაში იქნება. ვერავინ ვერაფერს ვერსად წაიღებს.
წარსულში მე უკვე ვიწინასწარმეტყველე და გაგახსენებთ, რომ თუ რომელიმე უცხოელმა რამე იყიდა საქართველოში, იმას მომავალში ან თავად სახელმწიფო, ან ქართველი ბიზნესმენები გამოისყიდიან და ისევ ჩვენს საკუთრებაში დაბრუნდება-მეთქი...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა