თეგებით ძიება

"ატეხილია განგაში... მიმოქცევაში ნაღდი ფული არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდევაც" - რას წერს რომან გოცირიძე?

"ნაცმოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე მიმოქცევაში ახალდაბეჭდილი ბანკნოტების გამოჩენასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ბანკომატებში ტკიცინა ფული გამოჩნდა და ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავსო, ატეხილია განგაში.

ახალი ფული გაცვეთილის ჩანაცვლებას ნიშნავს და მეტს არაფერს. ფულის მასის ზრდა ნაღდ ფულთან ნაკლებადაა დაკავშირებული. ჩვენს შემთხვევაში, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიმოქცევაში ნაღდი ფული არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდევაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი მართლა არ ეწევა ფულის “ბეჭდვას”. მიმოქცევაში ფულის მასა(უნაღდო) საკმაოდ გაიზარდა, რაც ფასებზეც აისახა, მაგრამ ეს ფულის ტკიცინობასთან არაა კავშირში", - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა