თეგებით ძიება

"ბევრი სტუდენტი გაზრდილი ქირის გამო, სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს... რა სიბეცე გვჭირს, რომ ერთმანეთს ვწირავთ?"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ილურიძე ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და სტუდენტებზე წერს, რომლებმაც ქირის სიძვირის გამო, შესაძლოა, სწავლა ვეღარ განაგრძონ.

"ბოლო 1 თვეში ბევრ სტუდენთან მქონდა შეხება, ყველა მათგანი მუშაობს ორ ადგილას ათენებენ ღამეებს სამსახურში რომ ბინის ქირა გადაიხადონ სწავლის გადასახდთან ერთად, რუსები რომ კითხულობენ როგორ ვჭამთ ერთმანეთს ამ მაღალი ფასების არარეალური ფასების გამო მემგონი თავს დასაცინს ვიხდით, შიდა არეულობის გამომწვევი მიზეზი და შედეგიც გვაქვს! ბევრი ქართველი რუსის გამო გამოაგდეს ბინიდან.

სტუდენტებს დავუბრუნდეთ, ბევრი გაზრდილი ქირის გამო სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს...

დოლარმა მოიმატა გასაგებია რომ აუწევდით მაგრამ ამჟამინდელი კურსი რაც არის პანდემიამდეც არ იყო ეს კურსი დოლართან მიმართებაში, რა სიბეცე გვჭირს რომ ერთმანეთს ვწირავთ?", - წერს გიორგი ილურიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში ათასობით რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ჩამოვიდა.

\"ბევრი სტუდენტი გაზრდილი ქირის გამო, სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს... რა სიბეცე გვჭირს, რომ ერთმანეთს ვწირავთ?\"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა