თეგებით ძიება

"მაგას რა სჯობს მერე?! ჯერ სად ხართ" - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მაგას რა სჯობს მერე?! ჯერ სად ხართ
ლავროვი: "სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ჩვენმა დასავლელმა „მეგობრებმა“ ჩვენგან 300 მლრდ დოლარი მოიპარეს, ფაქტობრივად, მათ მოიპარეს ის ფული, რომელიც მანამდე გადაიხადეს გაზისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მთელი ეს წლები ჩვენი გაზით უფასოდ სარგებლობდნენ“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ქვეყანა ასობოთ კომპანიამ დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა