თეგებით ძიება

"ვერ გავიგე რატომ არ სხედან საბრალდებო სკამზე საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი "მუშკეტერები?" - რას წერს ლალი მოროშკინა?

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ჯანდაცვის მინისტრმა ცხადზე ცხადად თქვა, რომ საწოლფონდებით და ციფრებით მანიპულირება ხდებოდა!
ვერ გავიგე რატომ არ სხედან საბრალდებო სკამზე საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი "მუშკეტერები"?
სხვა შემთხვევაში მინისტრი ტყუის?", - წერს პიარსპეციალისტი.


შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა