თეგებით ძიება

"არ შეიძლება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში შესაბამისი მკურნალობის ვერმიღების გამო მოკვდეს!!!" - მამუკა გამყრელიძე

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი, მამუკა გამყრელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

"კი ვთქვი, რომ ერთ მხარდამჭერ სიტყვას აღარ შევაწევ სააკაშვილს, იმდენად უმსგავსო კომენტარებით გამავსო გამოთაყვანებულმა ნაცსექტამ, როცა მიშას მიმართ ემპატია გამოვხატე, მაგრამ ახლა უნდა დავარღვიო პირობა.

სრულიად ვეთანხმები გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც პრეზიდენტი მოინახულა და მისი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აღწერა. თუ ქოცნების ლიდერებმა სულ მცირე ადამიანობაც კი დაკარგეს პრაგმატულიბა და გონიერება მაინც გამოიჩინონ. არ შეიძლება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში შესაბამისი მკურნალობის ვერმიღების გამო მოკვდეს. არ შეიძლება ეს საქართველოსთვის ! არ შეიძლება !!! უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა იქნება ისევ თქვენი ხელისუფლებისთვის. ქვეყნის რეპუტაცია, რომ ფეხებზე გკიდიათ ეს გასაგებია. გადაიყვანეთ ის ადამიანი შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში და გამოჯანმრთელების შემდეგ დააბრუნეთ ციხეში.

P.S. სექტანტმა ნაცებმა არ დააკომენტაროთ. ულაპარაკოდ დაგბლოკავთ !!!", - წერს გამყრელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა