თეგებით ძიება

"გთხოვთ, გამოიყენეთ თქვენი რესურსი" - ხატია დეკანოიძე მიმართვას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

"ყოფილო გუბერნატორებო, დეპუტატებო და მინისტრებო, მესმის რომ გული შეგტკივათ მიშაზე, მესმის რომ იმის გამო რომ არ ვართ ერთ გუნდში - ბევრ დეტალზე ვერ გესაუბრებით ღიად.

პირადად მე პარლამენტში ყოფნას ვიყენებ საერთაშორისო ტრიბუნებისთვის, მიშას საკითხზე მაღალი დონის შეხვედრების გასამართად. ვინც არ არის პარლამენტში ის სხვა ბერკეტებით კონტაქტობს უცხოელებთან, თუ აქტიურობს ადგილზე.

ხოდა, მეგობრულად გთხოვთ - გამოიყენეთ თქვენი რესურსი, ერთი კაცის აქციაც აქციაა, ერთ უცხოელთან შეხვედრაც აქტივობაა, მოდით კრიტიკის ნაცვლად ძალები გავაერთიანოთ.

“ძალა ერთობაშია” გერბზე სილამაზისთვის არ გვიწერია, გასაჭირში გვჭირდება ერთობა - ჩვენი განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად", - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკშვილს ანორექსია დაუდგინდა. მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა