თეგებით ძიება

"დიახ, დამნაშავეა მიშა!!!... გაუმარჯოს ბიძინას! გაუმარჯოს, რადგან ნეხვივით ამოგატივტივათ ფსკერიდან და საკუთარი სახე დაგანახათ!!!" - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"9 წელი გიმტკიცებდათ, გაჯერებდათ (ყოველ შემთხვევაში ცდილობდა დაგეჯერათ) რომ ქართველები ყველაზე პატრიოტები, ყველაზე ბრძენი, მებრძოლი და ერთგული ერი იყავით...

გიმტკიცებდათ, რომ უსაზღვრო პოტენციალი გაგაჩნდათ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის...
არ დაუჯერეთ, ხომ ასეა?

სამაგიეროდ დაუჯერეთ ბორისს, რომ თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები; მოღალატეები; პატარა სოფლის უღირსი შვილები; ფულის მონები, რომლებსაც შეგიძლიათ 3 კილო კარტოფილზე სამშობლოს გაცვლა;
დაუჯერეთ რომ თქვენში არა არსებობს არაფერი წმინდა და ღირებული;

დიახ დამნაშავეა მიშა!!!
დამნაშავეა, რადგან შეგფუთათ ყველა იმ დიდებით რაც არ გაგაჩნდათ! რის ღირსებიც არ იყავით...

გაუმარჯოს ბიძინას!
გაუმარჯოს, რადგან ნეხვივით ამოგატივტივათ ფსკერიდან და საკუთარი სახე დაგანახათ!!!
თქვენ არ ხართ ის ერი, რომელიც თავისუფლებას იმსახურებს!

პ.ს. "ერი" კრებითი სახელია და მისი სახეა ხელისუფლება. ცალკეულმა პირებმა მომიტევეთ მონებთან გათანაბრება, ხოლო დანარჩენი ვინც ჩემი სიტყვების გამო დაიკოდებით და გინებას შემომითვლით, გეტყვით, რომ მე უკვე დიდი ხანია მოვიკითხე თვენი კეთილებიც, ჯიშიც და მოდგმაც მკვდარ- ცოცხალით !!!", - წერს ნუგზარ სულაშვილი.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკშვილს ანორექსია დაუდგინდა. მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა