"დედაჩემმა გააქირავა ბინა რუსზე. ქირას აღარ იხდის... გამოვიძახე პატრული, რომელმაც დაგიჭერთო, რადგან ხელშეკრულება აქვს და ბინა შენი კი აღარაა იმისიაო!"
სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე კოკაია "სასოწარკვეთილ მომხმარებელთა ჯგუფში" რუსეთის მოქალქეებზე წერს, რომლებიც დედამისის ბინაში ცხოვრობენ და ქირას არ იხდიან.
"დედაჩემმა გააქირავა ბინა რუსეთის მოქალაქეზე 26 თებერვალს და გადაიხადა მხოლოდ 7 დღის, დანარჩენს მერე გადავიხდიო, მას შემდეგ აღარ იხდის და გვატყუებს. სახლში ჰყავს მოხუცი ქალბატონი ჩამოყვანილი, სავარაუდოდ, დედაა მისი და მოკლედ, ცხოვრობენ ასე უფასოდ. გამოვიძახე პატრული და პატრული მეუბნება ხელშეკრულება აქვთ და უფლება არ გაქვს არ შეუშვაო და ძალით გამაღებინა სხვა გასაღებით ჩაკეტილი კარი, დაგიჭერთო, რადგან ხელშეკრულება აქვს, ესე იგი, ბინა შენი კი აღარაა, იმისიაო! თუ ფულს არ იხდის ეგ სასამართლო დავაა და სასამართლოს უნდა მიმართოოო !
ხომ არ იცით ვინმე კარგი ადვოკატი ? ამ
ამ
დროს რა უნდა გავაკეთო ?", - წერს სალომე კოკაია.