ნიკოლოზ წულუკიძის გარდაცვლილი ვაჟი დაკრძალეს - ფოტოები ადგილიდან
ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძის შვილის, 2 წლის კიტას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტრაგიკულად დაღუპული პატარა უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.
ოჯახის მიმართ თანადგომის გამოსახატად იმყოფებოდნენ როგორც ახლობლები, ისე რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასევე ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ.