"არ მეგონა, რომ ეს ოპერაცია ასე გაიწელებოდა” - ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს.
"ჩვენთვის ყველანაირი ომი მიუღებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რათა ეს ომი არ ყოფილიყო. თქვენი მორჩილი მსახურის, ანუ ჩემი წყალობით უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მე ვიცი რუსეთის პოზიცია, ვიცი რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას, მაგრამ უკრაინა – რომლის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, ხალხი იხოცება. უკრაინა რატომ არ არის დაინტერესებული ამ მოლაპარაკებებით, კიდევ ერთი შეკითხვაა. თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნა ვაშინგტონში შეიძლება.
სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა, რომ ეს ოპერაცია ასე გაიწელებოდა. ამ პრობლემაში იმდენად ღრმადჩახედული არ ვარ რომ ვთქვა რუსებს საქმე მისდით თუ არა გეგმის მიხედვით, როგორც ამბობენ, თუ საქმე ისეა, როგორც მე ვგრძნობ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ვგრძნობ, რომ ოპერაცია გაიწელა", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.