თეგებით ძიება
19. 11. 2024 მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში კონსერვატიული ორგანიზაციის, Judicial Watch-ის პრეზიდენტს, ტომ ფიტონს გამოეხმაურა.

მანამდე ტომ ფიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „მზადაა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედრო საშუალებები გამოიყენოს, რათა ბაიდენის შემოსევა მასობრივი დეპორტაციის პროგრამის საშუალებით შეაჩეროს“.

დონალდ ტრამპმა ტომ ფიტონის პასუხად დაწერა, რომ ეს „მართალია“.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ე.წ. საზღვრის მეფედ ტომ ჰომენი დანიშნა, ხოლო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე, სამხრეთ დაკოტას გუბერნატორის, კრისტი ნოემის კანდიდატურა წარადგინა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა