თეგებით ძიება

"რატომ არ ითვლით იმ ზარალს, რაც ივანიშვილის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მიადგა?" - ფადი ასლი პრემიერს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"ძვირფასო პრემიერ მინისტრო,
ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული დოლარების თვლის ნაცვლად, რატომ არ ითვლით იმ ზარალს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მიადგა?

2004-2012 წლებში სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველოს მშპ 4-ჯერ გაიზარდა და 4 მილიარდიდან 16 მილიარდი შეადგინა.
2013 წლიდან და ივანიშვილის მმართველობის 10 წლის შემდეგაც, საქართველოს მშპ ისევ 16 მილიარდი დოლარია, რაც 2012 წლის ნიშნულს უდრის.
თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზარალს, მშპ-ს წლიური ზრდის მხოლოდ 5%-იანი ზარალის გათვალისწინებით, ქვეყნის ზარალი 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კონკრეტულ ადამიანებზე საქველმოქმედო თანხის დარიგებისა და არენების და ძეგლების აშენების გარდა, ბატონი ივანიშვილი ქვეყნის ეკონომიკას წინ თუ წაწევდა, ათიათასობით ქართველი ახლა სიღარიბეში არ იქნებოდა", - წერს ფადი ასლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა