თეგებით ძიება

"ფრთხილად იყავით კრიპტო ბოტასებით გადაადგილების დროს!...უცნობებმა გაგვაკავეს, გადაიწერეს ჩვენი account-ები და ფაქტობრივად, “გაგვხადეს” ბოტასები.." - თავდასხმა თბილისში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიგი შუკაკიძე თბილისში მასზე და მის მეგობარზე მომხდარ თავდასხმაზე წერს, რომლის შემდეგ მათ STEPN კრიპტო ბოტასების მონაცემები უცნობებმა ძალადობრივი გზით წაართვეს.

"გთხოვთ გაავრცელოთ!
გუშინ, ჩვეულებრივ საღამოს, მე და ჩემი მეგობარი ლუკა ჩხაიძე ჩავდიოდით მზიურში ჩვენი STEPN კრიპტო ბოტასებით სასეირნოდ/ თანხის გამომუშავებისთვის. ამ დროს შესასვლელთან დაგვხვდა ოთხი უცნობი პირი, რომლებმაც (ვითომ დასარეკად) გვთხოვეს ტელეფონი. ჩვენ უპრობლემოდ მივაწოდეთ. ამ დროს ორმა მათგანმა გაგვაკავა, ხოლო დანარჩენი ორი შევიდა ჩვენს STEPN აპლიკაციაში, გადაიწერეს ჩვენი account-ები თავიანთ ტელეფონში და შეგვიცვალეს password-ები. შემდეგ დაგვიბრუნეს ტელეფონები, სადაც ზემოთხსენებული ბოტასების აპლიკაცია უკვე წაშლილი იყო - ფაქტიურად “გაგვხადეს” ბოტასები..

მოგიწოდებთ, ფრთხილად იყავით კრიპტო ბოტასებით გადაადგილების დროს, რადგან უკვე ძალიან გახშირდა ასეთი შემთხვევები.
რას აკეთებს ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა?", - წერს გიგი შუკაკიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა