თეგებით ძიება

"ესენი (დასავლეთი)რომ გაბრაზდნენ, მერე? რუსეთის გეშინიათ, თორემ ამათ გგონია მოერევით?" - ზურაბიშვილი "ოცნებაზე"

ჩვენი ხელისუფლება რუსეთზე რომ სიტყვას არ ძრავს გადაბრუნებულად, მხოლოდ კარგს ამბობს ან არაფერს, არც ხალხის გატაცებაზე გამოთქვამს საჯაროდ პროტესტს, სიტყვა ოკუპანტსაც კი მაქსიმალურად ერიდება და ყველაფერ ამას სტრატეგიულ დათმენის პოლიტიკას ეძახის, გავიგეთ. დავუშვათ და მოგყვებით იმ ლოგიკაში, რომ არ გინდათ გაააბრაზოთ და რამე დაგიშავოთ, მაგრამ იგივე ლოგიკით ეს ამერიკა, ევროკავშირი, გლობალური ომის პარტია თუ მასონები (რაც გინდათ ის დაუძახეთ!) რომელი დაბალი ღობე ნახეთ, რომ გადმოდგებით და ხან დედ-მამის სულს უტრიალებთ, ხან ძველბიჭურად ეჭიმებით და ხან მდინარაძის და ზარქუას პირით დასცინით? ესენი რომ გაბრაზდნენ, მერე? რუსეთის გეშინიათ, თორემ ამათ გგონია მოერევით?

თან მგონი გაბრაზდნენ უკვე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა