თეგებით ძიება
04. 10. 2024 მსოფლიო

ევროკავშირს ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომი სურს - ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირს ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომი უნდა. 

ორბანი მედიასთან ევროკავშირის მიერ ჩინური წარმოების ელექტრო მანქანებზე ტარიფების შემოღებაზე საუბრობდა. 

ბლოკის ლიდერებმა 4 ოქტომბერს კენჭი უნდა უყარონ ჩინური წარმოების ელექტრო მანქანების იმპორტზე 45%-იანი ტარიფის დაწესებას. 

"რის გაკეთებასაც გვაიძულებენ, ან რაც უნდა ევროკავშირს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი" – თქვა ორბანმა. 

ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უნგრეთი ჩინეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო ცდილობს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას.

მსხვილმა ჩინურმა ბატერეის და ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ, CATL-ს უნგრეთში €7.3 მილიარდის ინვესტიცია აქვს ჩადებული, ხოლო ჩინურმა ელექტრო მანქანების მწარმოებელმა BYD-მ დაანონსა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პირველ საწარმოს, სწორედ უნგრეთში ააშენებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა