თეგებით ძიება

"ბევრს ვჩხუბობდით, მაგრამ მისი დაკავება არის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ომი! ნიკა გვარამია, შენთან ვარ!" - ელისო კიალძე

ჟრნალისტი ელისო კილაძე "მთავარი არხის" გენდირექტორს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება არის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ომი.

"ბევრს ვჩხუბობდით, ბევრ საკითხზე სრული ჰარმონია გვქონდა,ბევრი საიდუმლო ვიცით ერთმანეთის,ბოლოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი რამდენიმე საკითხში,ეკრანიდან ოთხი თვეა მოხსნილი ვარ,და მიუხედავად ყველაფრისა,მისი დაკავება არის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ომი!
შენ ხარ შემდეგიო,-ქოცები მწერენ ჩატში !
და რა მერე?!
და მაინც-მე და ჩემნაირები მოვიგებთ ამ ომს და გავათავისუფლებთ ქვეყანას დიდი ქოციანობისგან !
მორალისტები ნუ შეწუხდებით-ისინი განსაკუთრებით,არასოდეს არავის რომ არაფერში არ ჭირდებოდით და შეთავაზებაც კი არ გქონიათ,უარით პრინციპულობა რომ გამოგეჩინათ.
რედისონში შეკრებილებს მოკითხვა !(კომისიის შექმნა ისევ დღის წესრიგშია?)
და შეხვედრამდე ...რუსთაველზე !
შეკრების თარიღი დამაწიეთ !!!!
ნიკა გვარამია, შენთან ვარ საქმით,მოტირალი ისედაც ბევრი ვნახე დღეს !", - წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი2"-ის ყოფილი გენდირექტორი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამიას დღეს მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა