თეგებით ძიება

"ნატოს წარმატების შანსი ომში ჩაბმის შემთხვევაში ნულოვანია და ევროპის სრული კრახი გარანტირებულია!" - დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელში აანალიზებს:

"როცა 24 თებერვლის შემდეგ დავწერე, უკრაინით არ დასრულდება დაძაბულობა და შემდეგი აუცილებლად ნატოს წევრი ქვეყანა იქნებათქო, -
ეს დავწერე მხოლოდ იმის ცოდნის საფუძველზე,
თუ რაში იყო ინტერესთა დაუბალანსებლობა და
რა მნიშვნელობას ანიჭებდა მას კრიზისის ერთი მხარე,
მეორე მხარე კი იგნორირებას ახდენდა (სწორი იყო მოთხოვნები თუ მცადრი/სწორი იყო იგნორირება თუ მცდარი - ამაზე არასდროს მისაუბრია! მე ვსაუბრობდი
არსებულ კრიზისზე და მის მთავარ მახასიათებელზე -
ესკალაციაზე).
ქართველი იდეოლოგიით გამოთაყვანებული და ვითომ "ორიენტირებული" ადამიანები ვერაფერს მიხვდნენ ჩემს ანალიზებში, არაკორექტულად იქცეოდნენ -
სულელურ კომენტარებს აკეთებდნენ "გამარჯვებულს" დიდებას ასხამდნენ! ათასიდან ერთი შანსიც კი არ ჰქონდა და არ აქვს უკრაინას, მაგრამ ეს ჩემი/ჩვენი ბრალი არ არის!
ახლა წინწამოწეულია პოლონეთის თემა:
აშშ აპირებს გერმანიიდან ბირთვული იარაღის ნაწილი გადმოიტანოს პოლონეთში და მასთან ერთად სარაკეთო სისტემებიც განალაგოს.
რა სურს აშშ-ს?!
ცხადია პასუხი: პოლონეთის მეშვეობით ნატოს ომი რუსეთთან: თავისთავად პოლონეთის თუ გნებავთ 300 ათ.-მდე არმია და მისი მწირი შეიარაღება არანაირ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ბირთვული იარაღი და სარაკეტო სისტემები რეალური საფრთხეა.
ამასთან, "იდეა-ფიქსით" შეპყრობილი პოლონეთი "რეჩ პოსპოლიტას" აღდგენაზე ოცნებობს, აგრეთვე დასავლეთ უკრაინაში შეჭრაზე ღიად საუბრობს, რაც ავტომატურად კრიზისის უდიდეს კერად იქცევა.
ნატოსთან დაპირისპირებაზე დღეს ღიად საუბრობენ დასავლეთშიც და რუსეთის უშიშროების საბჭოშიც!
ამდენად, ჩემი მოურიდებელი ანალიზი 2,5 თვის წინათ ზუსტი აღმოჩნდა!.. ახლა ეს განხილვის ნომერ პირველი თემაა.
ახლა ახალ მინიშნებას გავაკეთებ:
ნატოს წარმატების შანსი ომში ჩაბმის შემთხვევაში ნულოვანია და ევროპის სრული კრახი გარანტირებულია!
რატომ?
ასეთია რეალობა და ეს სახეზეა!
აშშ არ იბრძოლებს: პროქსი-ბრძოლისათვის კი გონებასუსტები საკმარისად არიან!", წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა