თეგებით ძიება

"შენზე ლაყე კვერცხი ბიძინას არ ჰყავს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი კობახიძეს

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ირაკლი კობახიძეს ჯერ არ გაუგია, 6 მილიონის საქმეზე ნიკა რომ გამართლდა და პატიმრობა მანქანაზე მიესაჯა? თუ ძალიან კარგადაც იცის, მაგრამ უუუკიდურესი მარტუარა და უნამუსო კაცია?!

ირაკლი კობახიძე/Irakli Kobakhidze - შენზე ლაყე კვერცხი ბიძინას არ ჰყავს", - წერს ჟურნალისტი.





შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე განაცხადა:

"ეს ადამიანები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად: ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა.

სწორედ ნაციონალური მოძრაობა, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, სამართლის უზენაესობის გარეშე კი ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა