თეგებით ძიება

"თუ ვინმემ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რატომ მოხდა აზოვსტალიდან ბიჭების გადაყვანა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე" - ნინო ჟვანიას განმარტება

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"თუ ვინმემ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რატომ მოხდა აზოვსტალიდან ბიჭების გადაყვანა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - სხვანაირად მათ ცოცხლებს ვეღარ გადაარჩედნენ, აღარ იყო სხვა გზა გარდა ჩაბარებისა. ახლა მათ ჰოსპიტალში მკურნალობენ და იმედია ნორმალურად. უწყლობით მაინც არ დაიღუპებიან. სამხედრო ტყვეების სტატუსი აქვთ და მათ იცავს საერთაშორისო კონვენცია. ომის დასრულების შემდეგ ყველას გაანთავისუფლებენ, თუ მანამდეც ვინმეში არ გადაცვალეს. ასე რომ 82 დღიანი ეპოპეა დასრულდა და აუცილებლად დარჩება ლეგენდად", - წერს ჟვანია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა